რეზონანსი
(05.08.2025)

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

„პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აპარატის მანდატი და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, ასევე, დეტალურად ისაუბრა აპარატის საქმიანობაზე.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ინსტიტუციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი",- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე