რეზონანსი
(04.08.2025)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მაღალი ჰაერის ტემპერატურა 9 აგვისტომდე შენარჩუნდება.
მათი ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ადგილას ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე მოიმატებს.
„მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრების რისკის და გვალვის პირობების განვითარების (საშუალო საფრთხის დონე) ხელშემწყობი ფაქტორია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



