რეზონანსი
(03.08.2025)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსებობს შეთანხმება რუსულ მხარესთან 1 200 ადამიანის გაცვლის შესახებ.
როგორც ზელენსკიმ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, გრძელდება მუშაობა სიების შედგენაზე, თუ ვისი გაცვლა მოხდება ამ შეთანხმების ფარგლებში.
ამასთან, უმეროვმა ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის წარმომადგენელთან კომუნიკაციის შესახებ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



