რეზონანსი
(02.08.2025)

ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე 69.8 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) მიერ შედგენილ რეიტინგში წერია. კვლევა 2023 წლის მონაცემებს ასახავს.
მსოფლიოს მთავარი ღვინის ექსპორტიორების მიერ, ღვინის ექსპორტის ფასი ერთ სულ მოსახლეზე 2023 წლის მონაცემებით ასე გამოიყურება:
ახალი ზელანდია - 253 დოლარი;
საფრანგეთი - 188 დოლარი;
იტალია - 142 დოლარი;
სინგაპური - 108 დოლარი;
პორტუგალია - 96 დოლარი;
ლატვია - 91 დოლარი;
ლიეტუვა - 87 დოლარი;
ჩილე - 77 დოლარი;
საქართველო - 69 დოლარი;
ესპანეთი - 66 დოლარი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



