
რუსეთში მართვის სისტემა საკმაოდ მყარი და სტრესგამძლეა, მაგრამ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობა მის მიერ აგებულ სისტემაზე სუსტია, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა.
„მე არ მსიამოვნებს ამის თქმა, ბევრს ამის მოსმენა არ მოეწონება, მაგრამ მათი [რუსების] სისტემა საკმაოდ ძლიერი და სტრესგამძლეა", - თქვა ბუდანოვმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა პუტინის ჯანმრთელობა ისეთივე ძლიერი, როგორც მის მიერ შექმნილი სისტემა, ბუდანოვმა უპასუხა: „არა, ჯანმრთელობა უარესია, ვიდრე მისი სისტემა. მაგრამ რუსეთის ლიდერის წასვლით არაფერი შეიცვლება. მათ ისეთი სისტემა ააშენეს, რომ მემკვიდრეები იმავე პარადიგმაში იქნებიან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



