რეზონანსი
(02.08.2025)

ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციით - ალბათ ყველას „მონანიება“ გაგვახსენა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ - ასე ეხმიანება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი, ლიდერი სალომე სამადაშვილი სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სამადაშვილის თქმით, წლების შემდეგ მხატვრული ფილმის ჟანრშიც უამრავი რამ იქნება სათქმელი „საქართველოში ივანიშვილის რეჟიმზე“.

„ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციით. ალბათ ყველას „მონანიება“ გაგვახსენა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ. მონანიებაც და სასჯელის მოხდაც ამის შემოქმედებს რეალობაში მოუწევთ, თუმცა მხატვრული ფილმის ჟანრშიც უამრავი რამ იქნება სათქმელი ივანიშვილის რეჟიმის წლებზე საქართველოში, ამ რეჟიმთან ქართველი ხალხის ბრძოლაზეც“, - წერს სამადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე