რეზონანსი
(02.08.2025)

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სკუტერი დაეჯახა, რის შედეგადაც სკუტერის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

„თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავტომობილი და სკუტერი ერთმანეთს დაეჯახა. სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა სკუტერის მძღოლი. იარეთ ფრთხილად!", - წერია „ჩემი ქალაქი მკლავს" ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე