რეზონანსი
(02.08.2025)

სურამთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარი ფაქტის გამო, ავტომაგისტრალზე საცობი შეიქმნა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
წყარო: ipn.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



