რეზონანსი
(01.08.2025)

ნორიოს საწვრთნელ არეალში, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025" (Agile Spirit 2025) წავლების დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სამხედროებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ნორიოს საწვრთნელ არეალში, სწავლების მიმდინარეობის დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, გადაბრუნდა ავტომობილი. ამ დროისთვის, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. თავის დაზღვევის მიზნით უტარდებათ კვლევები. არიან ღუდუშაურის კლინიკაში, აქვთ საშუალო სიმძიმის დაზიანებები", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



