რეზონანსი
(31.07.2025)

აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სურს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შეთანხმება 8 აგვისტომდე.
„როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. დროა, შეთანხმებას მივაღწიოთ. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს 8 აგვისტომდე უნდა გაკეთდეს. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მშვიდობის უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები მიიღოს", - განუცხადა აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა, ჯონ კელიმ გაეროს უშიშროების საბჭოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



