
საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერს უწოდებს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ.
"განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ტრანსპორტის მიმართულებას - ვისაუბრეთ სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის კუთხით თანამშრომლობაზე. ყურადღება გავამახვილეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით მის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
თბილისში საქართველო-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუს თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



