რეზონანსი
(31.07.2025)

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელი რისკების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე.
„მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



