რეზონანსი
(31.07.2025)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვიშხეთთან. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



