რეზონანსი
(30.07.2025)

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გერმანიაში გამართულ პრაიდსა და 2026 წლის საახალწლო კონცერტის გაუქმება გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„თუ ლგბტ-თემის წარმომადგენლებისთვის დაფინანსებაც მოიძებნა და კონცერტიც ჩატარდა, პატარა ბერლინელებს შობა-ახალი წელი ლგბტ- „გრინჩმა“ მოჰპარა“, - წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლებამ უარი განაცხადა საახალწლო კონცერტის დაფინანსებაზე.

„2025 წლის 26 ივლისს გერმანიაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ლგბტ-თემის პრაიდი, დევიზით „Never silent again!“ („აღარასდროს გავჩუმდებით!“), რაც ასახავს ქვეყანაში მზარდ შეშფოთებას დისკრიმინაციისა და ანტი-ლგბტ თავდასხმების მატების გამო.

პრაიდი დაიწყო 12:00 საათზე Leipziger Straße-ზე, შემდეგ გაიარა Potsdamer Platz, Nollendorfplatz და Klingelhöferstraße და დასრულდა ბრანდენბურგის კარიბჭესთან, სადაც 16:00 საათზე გაიმართა დასკვნითი სიტყვით გამოსვლები და კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, დაახლოებით 500 000 ადამიანმა, ხოლო ოფიციალური წყაროების თანახმად - ქვეყნის მასშტაბით, ეს რიცხვი, თითქმის მილიონს მიუახლოვდა.

სამაგიეროდ, წელს, ბერლინში, იმავე ბრანდენბურგის კარიბჭესთან, ახალი წლის შოუ დაფინანსების არარსებობის გამო არ ჩატარდება. თუ ლგბტ-თემის წარმომადგენლებისთვის დაფინანსებაც მოიძებნა და კონცერტიც ჩატარდა, პატარა ბერლინელებს შობა-ახალი წელი ლგბტ-„გრინჩმა“ მოჰპარა. ბრანდენბურგის კარიბჭესთან ახალი წლის შოუს ორგანიზატორმა (Berlin feiert Silvester GmbH (BfS)) ღონისძიების გაუქმების შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ბერლინის ხელისუფლებაც შოუსთვის დაფინანსებას არ გამოყოფს - რა დროს ახალი წელია, როდესაც უკრაინაში ომია. ხოლო პრაიდი - ეს ხომ „სულ სხვა ტაშია“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე