რეზონანსი
(29.07.2025)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უფლება ეძლევათ კონტრაქტის საფუძველზე შეიარაღებულ ძალებში იმსახურონ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შესაბამისი კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ ცოტა ხნის წინ მიიღო. კანონი პრეზიდენტის ხელმოწერით უკვე გაეგზავნა რადას.
კანონის თანახმად, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უფლება ექნებათ ნებაყოფლობით გააფორმონ კონტრაქტი და არასაბრძოლო, სპეციალიზირებულ თანამდებობებზე მუშაობით, დაეხმარონ შეიარაღებულ ძალებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



