რეზონანსი
(28.07.2025)

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით, ბადენ-ვიურტემბერგის ტერიტორიაზე, მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედია რამდენიმე მძიმედ დაშავებული მგზავრის შესახებაც იტყობინება.
ჯერ უცნობია, რა გახდა ვაგონების რელსებიდან გადასვლის მიზეზი. შემთხვევის დროს მატარებლით 100-მდე ადამიანი მგზავრობდა.
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



