რეზონანსი
(27.07.2025)

„ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დაკავებულია. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

კურტანიძეს ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქობულეთში მოხდა. მიქაცაძის განცხადებით, ლუკა კურტანიძემ მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

მისივე განმარტებით, ელდარ [ლუკა] კურტანიძის მიმართ შეკავაებელი ორდერიც იყო გამოწერი და მასთან მიახლოება ეკრძალებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე