რეზონანსი
(27.07.2025)

სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საზღვაო ძალების აღლუმი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს ზოგადი სიტუაციითა და უსაფრთხოებით არის განპირობებული, რაც ყველაფერზე მაღლა დგას", - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთში საზღვაო ძალების დღე ყოველწლიურად ივლისის ბოლო კვირას აღინიშნება.

საზღვაო აღლუმის გაუქმების მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების წვრთნების მიმდინარეობას გაეცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე