რეზონანსი
(26.07.2025)

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სისთან-ბელუჯისტანის პროვინციაში, სასამართლოს შენობაზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით პირი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელებმა შენობას ყუმბარები დაუშინეს, რასაც მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

სამართალდამცველები მომხდარზე პასუხისმგებლობას სუნიტური შეიარაღებულ დაჯგუფება ჯაიშ ალ-ადლის აკისრებენ.

დაღუპულთა შორისაა სამი თავდამსხმელიც, რომელიც უსაფრთხოების ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე