რეზონანსი
(26.07.2025)

პო­ლი­ტო­ლო­გი პაატა ზაქარეიშვილი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის მიერ ძა­ლოვ­ნებ­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც პარ­ტი­ის ლი­დე­რი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­უ­წო­დებს 4 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­დნენ, ხოლო ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც „ია­რაღს არ ის­ვრი­ან", ჯილ­დოს სა­ხით 200 000 დო­ლარს მი­ი­ღე­ბენ.

ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას აბ­სურ­დუ­ლად და სა­ში­შად აფა­სებს. მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი რი­ტო­რი­კა არა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად არა­ჯან­სა­ღია, არა­მედ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას" უწყობს ხელს.

„აბ­სურ­დუ­ლი და ცოტა არ იყოს, სა­ში­ში გან­ცხა­დე­ბაა. ამ­ბო­ბენ, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გავ­ძარ­ცვავ­თო და ან ფულს გა­და­ვუხ­დი­თო, ანუ ამ­ბობს, რომ სა­ხელ­მწი­ფო არას­დროს შედ­გე­ბაო, ვიქ­ნე­ბით ბან­დი­ტე­ბის ხრო­ვა. ანუ არა­ვი­თა­რი გეგ­მა არ არ­სე­ბობს, პირ­და­პირ წი­ნას­წარ ცრუ­ობს და იტყუ­ე­ბა. იმას გა­ვი­მე­ო­რებთ, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს იყოო. რა­ტომ უკ­ვირთ, როცა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ამას მათ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რომ იყე­ნებს. ხალ­ხს უნდა ამა­თი დაბ­რუ­ნე­ბა ამ ფორ­მით და ასე­თი რა­ღა­ცე­ბით? მივ­მარ­თავ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ფრთას, გა­ა­ჩუ­მონ! ნუ გვაძ­ლევთ ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მუდ­მი­ვად და სულ იყოთ ბრუნ­ვა­ში ეს არ არის კარ­გი თქვენ­თვის, რად­გან ამით ისე­დაც ძლი­ე­რი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უფრო ძლი­ერ­დე­ბა. შიგ­ნით გა­არ­კვი­ეთ და ვინ­მემ გა­აკ­რი­ტი­კეთ შიგ­ნი­დან, რად­გან ეს არის ბოდ­ვა. ამ კა­ცის თავ­ში სა­ქარ­თვე­ლო კი არა სა­ხელ­მწი­ფო არ არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნი პირ­და­პირ ამ­ბობს - რა­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ჩვენ­ზე ამ­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი მარ­თა­ლია, ჩვენ ამის გამ­კე­თებ­ლე­ბი ვართ", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გადაცემაში „360 გრადუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე