რეზონანსი
(26.07.2025)

სამეგრელოში დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა. "გურიანიუსის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "არქიმედეში" გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
,,სავარაუდოდ, ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს და მერე ერთ-ერთი დედა-შვილს დაეჯახა. ისინი სენაკში, “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ, ერთ-ერთი დაშავებული - სხვა ქალაქში”, - განუცხადეს "გურიანიუსს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



