რეზონანსი
(25.07.2025)

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სურამთან და შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო დაგორდა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„მოსახლეობის ერთობით და დახმარებით მსუბუქი ავტომობილის მგზავრები გადმოიყვანეს ცოცხლები, ჰაერი აღარ გვყოფნიდა ვიგუდებოდითო, ერთობით ყველაფერს შევძლებთ", - წერია „ჩემი ქალაქი მკლავს" ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



