რეზონანსი
(24.07.2025)

რუსეთის ამურის ოლქში AN-24 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
თვითმფრინავი ქალაქ ბლაგოვეშჩენსკიდან ტინდაში მიფრინავდა, როცა მასთან კავშირი გაწყდა. მოგვიანებით მაშველებმა თვითმფრინავს მიაკვლიეს. ის მთიან რაიონში ჩამოვარდა და შემდეგ დაიწვა.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 40 მგზავრი, მათ შორის ორი ბავშვი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



