რეზონანსი
(23.07.2025)

უშბაზე ტრაგიკულად დაღუპულ ნიკო ფალიანს ვაჟი შეეძინა. ახალშობილს კონსტანტინე დაარქვეს.
„უშბაზე ტრაგიკულად დაღუპულ ნიკო ფალიანს ვაჟი შეეძინა! კეთილი იყოს შენი მობრძანება კონსტანტინე! შეგახსენებთ, რომ ეს მისი პირველი და ერთადერთი ვაჟია...", - წერია „სვანეთინიუსის" პოსტში.
ცნობისთვის, ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს, 25 მაისს ტრაგიკულად დაიღუპა. მას ორსული მეუღლე დარჩა. მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა მთელი საქართველო შეძრა.
ნიკოლოზ ფალიანი - მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



