რეზონანსი
(23.07.2025)

უკრაინის პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული კანონი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მიღებულ კანონს, რომელიც რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილებებს ზღუდავს.

„უკრაინამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში - კურსის შენარჩუნება აუცილებელია. შვედეთი კვლავაც ძლიერ პარტნიორად რჩება უკრაინაში რეფორმების განხორციელების კუთხით", - ათნიშნა მან.

ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ქვეყანაში ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. კანონი დღეს ძალაში შევიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე