რეზონანსი
(22.07.2025)

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე ხუთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ტურისტები უსაფრთხო ადგილამდე გუშინვე გამოიყვანეს. ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

„ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის მიმართულებით 93-ე გზაზე მთლიანად ხიდია წაღებული და ამ ეტაპზე მოძრაობა გადაკეტილია. ამ ეტაპზე, უკვე 5 მეწყერია ჩამოსული. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოახდინა ოპერატიულად ტექნიკის მობილიზება, დილიდან უკვე დაიწყო სამუშაოების განახლება. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მოსახლეობის ნაწილში საცხოვრებელ სახლებს არ შეხებია“, – აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე