რეზონანსი
(21.07.2025)

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო კიევში ჩავიდა.

როგორც საფრანგეთში უკრაინის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ბარო კიევში დღეს დილით ჩავიდა და ვიზიტი ღამით განხორციელებული რუსული თავდასხმის ადგილების დათვალიერებით დაიწყო.

„ჟან-ნოელ ბარომ, რომელიც კიევში ელჩების კონფერენციის საპატიო სტუმრის სტატუსით ჩავიდა, ვიზიტი დაბომბვის ადგილიდან დაიწყო. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ჟან-ნოელ ბარო დღეს უკრაინის ელჩების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე