რეზონანსი
(20.07.2025)

 გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს რა თქმა უნდა ერთი აგენტოკრატიული ცენტრი მართავს, რომელიც ჩემი აზრით შოკში უნდა იყოს იმ ყველაფრის გამო, რაც ხდება იმ აგენტების წიაღში, რასაც ჩვენი ე.წ. პოლიტიკური ოპოზიცია ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" „ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიაზე საუბრისას.

„შემთხვევით ერთ ქვეყანაში ერთდროულად, ერთ ქალაქში, ერთ სასტუმროში და ერთ სართულზე აღმოჩნდნენ მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია . ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, ეს იცის მამუკა ხაზარაძემაც, ამიტომ მათი ალიანსი, რომელიც ამ ანტაგონისტურ და პირად მიუღებლობაზეა ერთმანეთის მიმართ აგებული, ასევე ძალიან სასაცილოა", - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე