რეზონანსი
(20.07.2025)

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
როგორც ადგილობრივებმა "მოზაიკას" უთხრეს, მამაკაცი გზის ნაპირზე მიდიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. გარდაცვლილი სოფელ გომის მცხოვრები იყო.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



