რეზონანსი
(20.07.2025)

ერთმანეთს ჭამენო ამბობს და ვერ იმჩნევს, თვითონ რას ეძახიან ერთმანეთს საჯარო გამოსვლების დროს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადების შესახებ, რომ „ის, რომ რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ და ამ კრიზისი გამო, მათ დაიწყეს ერთმანეთის „ჭამა", ეს არის სისუსტის ნიშანი”.

„მართლა გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ. 10 არჩევნები წააგეს, მილიონობით დოლარის დახმარება მიაყარეს, 4 რევოლუციიის მცდელობა ჩაუვარდათ (ხალხის მხარდაჭერა არ ჰქონდათ) და კიდევ იმაზე საუბრობენ, რომ ქართველი ერი მათ უჭერს მხარს და ხალხს ვერავინ მოუგებს თურმე. ერთმანეთს ჭამენო ამბობს და ვერ იმჩნევს, თვითონ რას ეძახიან ერთმანეთს საჯარო გამოსვლების დროს- მოღალატე, ბ..ი....მართლა ტოტალიტარული სექტაა და არა პოლიტიკური მიმდინარეობა“, - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე