რეზონანსი
(19.07.2025)

ლოს ანჯელესში ხალხში მანქანის შევარდნის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.
ამის შესახებ ინფორმაციას ლოს ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სულ მცირე, ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ რვას სერიზოული დაზიანებები აქვს მიღებული.
შემთხვევა ჰოლივუდის აღმოსავლეთით, სანტა მონიკას ბულვარში მოხდა.
მომხმდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



