რეზონანსი
(18.07.2025)

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, 36 ნომერში, სადაც სასტუმრო „გრინ ქვინ ჰოტელი“ მდებარეობს, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, სასტუმროში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება დოლიძის ქუჩაზე, 48-ში მდებარე „სტარ აიტის“ აკადემიაშიც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული.
დამატებით დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შესაბამის უწყებებში არკვევს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



