რეზონანსი
(18.07.2025)

გონიოში, მრავალსართულიან მშენერე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 25-ე სართულიდან ჩამოვარდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე