რეზონანსი
(17.07.2025)

ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალს, რომლებმაც ცესკო-ს მიმართეს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.

ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციას შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა. ესენია:

„გახარია საქართველოსთვის" - ნომერი 25.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" (შემოკლებული დასახელება მპგ „ქართული ოცნება") - ნომერი 41.

„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" - ნომერი 9.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი" (შემოკლებული დასახელება „გირჩი") - ნომერი 36.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" (შემოკლებული დასახელება „ერთიანობა-ენმ") - ნომერი 5.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (შემოკლებული დასახელება „საქართველოს პატრიოტები") - ნომერი 8.

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა" - ნომერი 4.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე