რეზონანსი
(17.07.2025)

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
პროცესში 2019 წლის 20 - 21 ივნისს დაზარალებულები მონაწილეობენ.
რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას 5 დაზარალებული იღებს. მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 20 ივნისის ღამეს დაშავდნენ. მათ უფლებებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



