რეზონანსი
(16.07.2025)

ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში – ინფორმაციას guria.tv ავრცელებს. ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფლების ჯურუყვეთისა და ნიგვზინის კვეთასთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთში, მსუბუქ ავტომობილში ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ.
საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
guria.tv
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



