რეზონანსი
(15.07.2025)

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გეგმავს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი JASSM-ის ტიპის რაკეტების გადაცემას.

ამერიკელმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის უკრაინაში ომის შეთანხმების მიღწევის 50-დღიან ვადას „ძალიან ხანგრძლივად" არ მიიჩნევს.

„ვნახოთ, რა მოხდება პუტინთან დაკავშირებით. ჯერჯერობით პუტინმა ძალიან გამიცრუა იმედი. ბოლო სამი თვის განმავლობაში უამრავი ომი მოვაგვარე. მაგრამ ეს ჯერ ვერ შევძელი", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე