რეზონანსი
(15.07.2025)

12 ივ­ლი­სის ღა­მით, რი­კოთ­ზე უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და - ბენ­ზი­ნის მან­ქა­ნას სა­ბუ­რა­ვი გა­უს­კდა და „პრა­დოს“ მარ­კის ჯიპს შე­ე­ჯა­ხა, რომ­ლი­თაც ოჯა­ხის 5 წევ­რი (დედ-მამა და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი) მგზავ­რობ­და. ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად შუ­ა­თა­ნა - 3 წლის ბავ­შვი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი მძი­მედ და­შავ­დნენ.

"ამბების" მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვე­ბი თავს უკეთ გრძნო­ბენ და ისი­ნი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კი­დან უკვე გა­წე­რეს, ხოლო დედ-მამა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­დი­ს მკურ­ნა­ლო­ბის კურსს. კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლური დი­რექ­ტორის ლე­ვან რა­ტი­ანს ინფორმაციით, პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერაც მძი­მეა.

"ცოლ-ქმრის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე რჩე­ბა, ისი­ნი დღეს­დღე­ო­ბით მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. ქალ­ბა­ტონს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კაცს, მიმ­დი­ნა­რე­ობს ტრავ­მულ-ჰე­მო­რა­გი­უ­ლი შო­კის მე­ნე­ჯმენ­ტი, მდგო­მა­რე­ო­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, მა­საც დას­ჭირ­დეს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა", - განაცხადა რატიანმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე