რეზონანსი
(15.07.2025)

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„გთხოვთ ცნობად მიიღოთ ჩემი განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ“, - წერს შმიგალი.

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, განცხადება გადადგომის შესახებ უმაღლესმა რადამ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს იულია სვირიდენკოს უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელობა შესთავაზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე