რეზონანსი
(15.07.2025)

სენაკში ორ მოზარდს დენმა დაარტყა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ხიდზე გადადიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ხიდის ქვეშ გაჩერებულ სატვირთო მატარებლის ცისტერნაზე ქუდი ჩაუვარდა.

მოზარდები ვაგონზე გადაძრომის დროს ელექტრო სადენს შეეხნენ. თვითმხილველის თქმით, ბავშვები კონტაქტურები არიან.

ისინი სასრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე