
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ლ.ა. გაიტაცეს, ან მის გატაცებას შეეცადნენ, არ შეესაბამება სიმართლეს.
როგორც შსს-ში imedinews.ge-ს განუცხადეს, ამ ეტაპისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება.
უწყების ცნობით, პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება, მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ლ.ა.-სთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოების შესწავლა.
ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია, მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



