რეზონანსი
(13.07.2025)

საუთენდის აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა.

პოლიციამ მომხდარს „სერიოზული ინციდენტი" უწოდა და აღნიშნა, რომ ადგილზე მუშაობენ.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოებში უზარმაზარი ალი და შავი კვამლი ჩანს.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია:

„საღამოს 4 საათამდე ცოტა ხნით ადრე შეგვატყობინეს 12 - მეტრიანი თვითმფრინავის შეჯახების შესახებ.

„ჩვენ ახლა ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურთან ვთანამშრომლობთ და სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.

საზოგადოებას ვთხოვოთ, შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ ტერიტორიას, სანამ სამუშაოები გრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე