რეზონანსი
(13.07.2025)

ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე ოთხჯერადად უნდა იყოს წარდგენილი. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ „FOX NEWS"-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„დონალდ ტრამპმა შეაჩერა ბირთვული ომი ინდოეთსა და პაკისტანში. შეარიგა რუანდა და კონგო. დაეხმარა ისრაელს არაბულ სახელმწიფოებთან ისტორიული შეთანხმების მიღწევაში. ასევე დაძლია ირანი. დაე, ეს იყოს ნამდვილი და კეთილშობილი ნობელის პრემია, უკვე დროა", - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე