რეზონანსი
(12.07.2025)

რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან ხოშტარიების ანგარიშზე ჩარიცხული ტრანში ამ თვეში მილიონ რუბლს აჭარბებს.

თავად ელენე ხოშტარია ამ ფაქტზე კითხვას შეურაცხყოფით პასუხობს.

მორიგი გადარიცხვის შეფასება არ უჭირს ხელისუფლებას, რომელიც ოპოზიციის სიტყვისა და საქმის შეუსაბამობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ხოშტარიების ოჯახმა მორიგი რუსული ტრანში მიიღო. გოგი ხოშტარიას ანგარიშზე 1 200 433 რუბლი დაჯდა. თანხა დღევანდელი საბანკო კურსით 15 ათას 47 დოლარს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე