რეზონანსი
(12.07.2025)

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმებს ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

მისი ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 26 ფრთოსანი რაკეტა და 597 დრონი გაუშვეს. მათი უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. ზელენსკიმ ასევე დაადასტურა ჩერნივციში ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტი და პარტნიორ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„მკაცრი მეორადი სანქციებია საჭირო ყველა იმ პირების მიმართ, ვინც რუსეთს დრონების წარმოებაში ეხმარება და ნავთობის გაყიდვით სარგებელს იღებს. საჭიროა მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ასევე ინვესტიციები დრონებში, რომლებიც უკვე იძლევა კარგ შედეგებს. ეს ომი მხოლოდ ძალის დემონსტრირებით შეიძლება შეჩერდეს. ჩვენ ველით პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც სიცოცხლეებს გადაარჩენს", - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე