რეზონანსი
(12.07.2025)

მარნეულის სოფელ ზემო ყულარში იპოვეს არასრულწლოვანი, რომელსაც 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევა 10 ივლისს მოხდა, თუმცა, როგორც რადიო "მარნეულს" დაზარალებულთან დაახლოებული პირები უყვებიან, ბავშვის პოვნა რამდენიმე საათის წინ მოხერხდა. 

16 წლის ბიჭი მრავლობითი ჭრილობებით მარნეულის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მარნეულში არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი, გამოძიება,სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც, განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში გულისმობს. 

რადიო "მარნეული"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე