რეზონანსი
(11.07.2025)

ჩორჩანას თემამ მთლად არ გაამართლა, გეგმა „ბ" ამუშავდა, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის" წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩორჩანას თემამ მთლად არ გაამართლა, გეგმა „ბ" ამუშავდა. ფისუნია კატა თხრის, თხრის და მგონი, ისეთს გამოთხრის, რომ ბოლოში თავად გაოცდება", - წერს კახაბერ ქემოკლიძე.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულების მონაწილეობით რუსთაველის გამზირზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე