რეზონანსი
(11.07.2025)

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „რუსეთით იმედგაცრუებულია“ და ორშაბათს ამ საკითხზე „მნიშვნელოვან განცხადებას“ გააკეთებს.

„რუსეთით იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობ, ორშაბათს რუსეთზე მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ“, - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას იარაღს, მათ შორის Patriot-ის სისტემებს, ნატოს გავლით მიაწვდის და ამ იარაღის საფასურს ალიანსი დაფარავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე