რეზონანსი
(10.07.2025)

გერმანია მზად არის, უკრაინისთვის ორი Patriot სისტემა დააფინანსოს, ნორვეგიამ - ერთი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გერმანია მზად არის, მათთან შეთანხმებები გვაქვს, ორი [Patriot] სისტემა დააფინანსოს. ნორვეგია მზად არის, მათ პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი შეთანხმება მაქვს, ერთი [Patriot] სისტემა დააფინანსოს", - განაცხადა ზელენზკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას პრეზიდენტ ტრამპთან Patriot სისტემებთან დაკავშირებით "პოზიტიური დიალოგი" აქვს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ჯამში 10 Patriot სისტემას საჭიროებს და მისი გუნდი ახლა იმაზე მუშაობს, რომ დაანრჩენებისთვის იპოვოს დაფინანსება.

"მწარმოებლისგან როდესაც იქნება დეტალები შესაძლო მოწოდებების ვადებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, სხვა პარტნიორებიც შემოუერთდებიან ამ ისტორიას", - განაცხადა ზელენსკი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე