რეზონანსი
(10.07.2025)

თბილისში ბინების ქირის ფასმა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 11%-ით დაიკლო და 1 კვადრატულ მეტრზე 10.4 დოლარი შეადგინა.  რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ის წლიურად 8%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1 269 დოლარი შეადგინა.

„თიბისი კაპიტალის“ ახალი კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისში ახალი ბინების რეალიზაციის რაოდენობამ 680 შეადგინა და წლიურ ჭრილში 10%-ით გაიყიდა, რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობამ 2 556-ს მიაღწია. გასულ რამდენიმე თვესთან შედარებით, ახალი ბინების წილი ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში გაიზარდა და 21%-ს გაუტოლდა.

2025 წლის ივნისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია იმ ბინების წილი, რომელთა ფასი კვადრატულ მეტრზე 900 დოლარს აღემატება. რაც შეეხება 900 დოლარზე ნაკლებ ფასიან ბინებს, მათი გაყიდვები 14 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

„2025 წლის ივნისში თბილისში 3,236 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ივნისის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. ეს ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტითაა გამოწვეული“ - ნათქვამია კვლევაში.

მიმდინარე წლის ივნისშიც, თბილისის უბნებს შორის გაყიდული ბინების მიხედვით, ლიდერობას დიდი დიღომი და საბურთალო ინაწილებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე